Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი კიდევ ერთ გუნდს მოუნდა

მილანის, რომას და რამდენიმე ინგლისური გუნდის შემდეგ, ანდრეა ბელოტის გაფორმება კიდევ ერთ გუნდს მოუნდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიური ფორვარდისთვის გამართულ ბრძოლაში ფრანგული ლიონიც ჩაერთო, რომელიც მემფის დეპაის შემცვლელს ეძებს.

ლიონი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და წყაროს ინფორმაციით, თუ მათ ლიგაზე გასვლა მოახერხეს, ტორინოს ბელოტის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს შესთავაზებენ.