Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი – მალდინის საჩუქარი პიოლის…

ბოლო 5 წელია ანდრეა ბელოტის მილანის სახელს უკავშირებენ და შესაძლოა მომავალ ზაფხულში ეს ტრანსფერი განხორციელდეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ანდრეა ბელოტი მილანის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.

იტალიელი ფორვარდის კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ივნისში იწურება და უკვე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის ტურინელებთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, ამიტომ ტოროს მისი გაყიდვა ზაფხულში მოუწევს.

27 წლის ფეხბურთელს სერია ა-ში 234 მატჩი აქვს ჩატარებული და პორცესში 96 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.