Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი რომას უახლოეს საათებში შეუერთდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ანდრეა ბელოტი უახლოეს პერიოდში რომას ფეხბურთელი გახდება.

წყაროს ცნობით, კრემონეზე და რომა ფელიქს აფენა-ჯანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ჯალოროსი 6 მილიონს მიიღებს, რასაც მომავალში 3 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ფელიქსის გუნდიდან წასვლა რომაში ანდრეა ბელოტის ტრანსფერისთვის საჭირო ადგილს გამოათავისუფლებს, რომელიც გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გასამრჯელოს სახით 2.8 მილიონს მიიღებს.