Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი რომში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი ანდრეა ბელოტი უკვე რომში იმყოფება, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ჯალოროსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

ბელოტი გასული სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ და მისი გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მაგრამ ანდრეას, რომელსაც რომასთან პირადი კონტრაქტი უკვე დიდი ხანია შეთანხმებული აქვს, ჯალოროსის რიგებში თამაში სურს და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა.

SportItalia-ს ცნობით, ბელოტის ლოდის უშედეგოდ არ ჩაუვლია და მას შემდეგ, რაც ფელიქს აფენა-ჯანის კრემონეზეში ტრანსფერი დადასტუდება, ის რომას მაისურის მორგებას მოახერხებს.