Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბელოტი ტორინოს დატოვებას აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანდრეა ბელოტის ტორინოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

26 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და საწყის 4 ტურში 5 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ის ტორინოში ერთადერთი ნათელი წერტილია და გუნდი სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციაზე იმყოფება…

ბელოტის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და მის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ანდრეას გამოსყიდვა 100 მილიონად არის შესაძლებელი, თუმცა თუ ტორინო ფეხბურთელს ახალ კონტრაქტზე ვერ დაიყოლიებს, მისი გაყიდვა ზაფხულში გაცილებით იაფად მოუწევს.

იტალიელი ფორვარდით დაინტერესებული არაერთი ევროპული გრანდია, თუმცა ბელოტის იტალიაში დარჩენა სურს და ყველაზე რეალურ ვარიანტებად მილანი და ინტერი სახელდებიან.