Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბელოტი ტორინოში რჩება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანდრეა ბელოტი მზად არის ტორინოს შეთავაზებული წინადადება მიიღოს და გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა მას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება სურს.

ბელოტის მიმდინარე კონტრაქტი ტორინოსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი ტოროსთან ხელშეკრულებას 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 3.5 მილიონამდე გაიზრდება.

წყაროს ცნობით, ტორინო მზად არის კონტრაქტში 40-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი ჩადოს, ბელოტის კი სურს, რომ ეს თანხა უფრო ხელმისაწვდომი – 25-30 მილიონი ევრო იყოს.

ბელოტის ბოლო დღეებში ატალანტას და რომას უკავშირებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ის მინიმუმ ერთ სეზონს კვლავ ტორინოს რიგებში გაატარებს.