ბენასერი:“მილანში ბედნიერი ვარ,თუმცა…“

როსონერის ნახევარმცველი ევროპის ტოპ გუნდების ინტერესით ბედნიერია,თუმცა მისი გონება მთლიანად მილანის წარმატებაზეა კონცენტრირებული.

ალჟირელი ფეხბურთელი მილანის ნახევარდაცვის მთავარი ფიგურა არის და მისმა კარგმა თამაშმა უამრავი გრანდის ყურადღება მიიქცია.

მისი სახელი მანჩესტერ სიტის,მანჩესტერ იუნაიტედს,მადრიდის რეალს და პსჟ-ს დაუკავშირეს.მას კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევრო აქვს მითითებული,რომელიც ერთიანი გადახდით უნდა იყოს დაფარული.

ბენასერმა ინტერვიუ ერთ-ერთ ალჟირულ გაზეთს მისცა,სადაც განაცხადა,რომ ის მხოლოდ მილანზეა ფოკუსირებული და სატრანსფერო ჭორებს ყურადღებას არ აქცევს.

„მე მინდა,რომ ყველა თამაშში მილანს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი მივცე.ყოველდღე ბევრს ვმუშაობ,რომ როგორც ფეხბურთელი უფრო გავიზარდო,სხვა არაფერი მადარდებს.

„მილანში ბედნიერი ვარ,თუმცა ევროპული გრანდების ყურადღება ძალიან მსიამოვნებს და ვამაყობ,რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.