ბენასერის გამოსასყიდი პუნქტი აქტიურია

ესპანური და ბრიტანული მედიის მტკიცებით,ბენასერის გამოსასყიდი თანხის პუნქტი აქტიურია და მისი ამოქმედება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ალჟირელი ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი პუნქტი მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდებოდა,თუმცა Footmercato-ს მტკიცებით,გამოსასყიდი თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში,მისი გაფორმება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.

მისი გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა,თუმცა მილანს ბენასერის შენარჩუნება უნდა და მიიჩნევს,რომ ფეხბურთელი მილანის ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.წყაროს თქმით,გუნდის დატოვება არც ბენასერს უნდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.