Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენასერის თამაში დერბიში ტრავმის გამო საეჭვოა

სასუოლოსთან მძიმე მარცხის შემდეგ, მილანი ინტერთან მატჩისთვის ემზადება და დიდი ალბათობით სტეფანო პიოლის ფონს გასვლა ისმაელ ბენასერის გარეშე მოუწევს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ბენასერმა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ის სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ალჟირელმა დერბისთვის ტრავმის მოშუშება და გუნდის დახმარება შეძლოს.

ბენასერს სასუოლოსთან მატჩი ყვითლების გამო გამოტოვა და როგორც ჩანს, ის გუნდს ვერც სერია ა-ს მომდევნო ტურში დაეხმარება.