Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენასერი ბრუნდება, ზლატანი…

MilanNews-ის ინფორმაციით, კვირას პარმას წინააღმდეგ ისმაელ ბენასერი თამაშში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს, მაგრამ ზლატანი ჯერ მზად არ არის.

იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა ნაპოლისთან მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ 4 თამაში გამოტოვა, ბენასერს კი კუნთის გაჭიმულობის გამო 2 შეხვედრა გაუცდა.

დღეს იბრაჰიმოვიჩმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და ის სრული სავარჯიშო სესიის ჩასატარებლად მზად არ არის, ბენასერმა კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, პარმას წინააღმდეგ ძირითადში იქნება.