Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენასერი:“ გუნდი იმედგაცრუებულია, ჩვენ 3 ქულის მოპოვება გვსურდა“

მილანის ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა ლეჩესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მილანი აქ 3 ქულის მოსაპოვებლად ჩამოვიდა და ამის გაკეთება ვერ შევძელით. ჩვენ ძალიან ცუდად დავიწყეთ და ორი გოლი გავუშვით, მაგრამ თამაშში დავრჩით, ბრძოლა გავაგრძელეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ.

„სკუდეტო ? ჩვენ რწმენას არ ვკარგავთ. ვიცით, რომ ნაპოლი შესანიშნავ ფორმაშია და სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ წინ ბევრი მატჩია დარჩენილი და მილანი ბოლო ტურამდე იბრძოლებს.

„სუპერ თასი ? სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ინტერთან მატჩი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წინ ფინალი გველოდება, ფინალში კი არა თამაშს, არამედ გამარჯვებას აქვს ფასი.“