Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენასერი მანჩესტერთან ორივე მატჩს გამოტოვებს

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი თავის ერთ-ერთ ლიდერს ისმაელ ბენასერს თვის ბოლომდე არ უნდა ელოდოს.

ალჟირელმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა 13 დეკემბერს, პარმას წინააღმდეგ მიიღო. მან ევროპა ლიგაზე ცვერნა ზვეზდასთან თამაში მოახერხა, ტუმცა ტრავმა გაუმიზეზდა და კვლავ ლაზარეთში გადაინაცვლა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ყველაზე კარგ ვარიანტში ბენასერი გუნდს 21 მარტს, ფიორენტინას წინააღმდეგ დაუბრუნდება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ის 11 და 18 მარტს გასამართ მატჩებს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გამოტოვებს.