Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენასერი:“ ზლატანი ჩვენს უმაღლეს დონეზე აყვანას ცდილობს“

ისმაელ ბენასერმა ფრანგულ გამოცემა AFP-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ზლატანი შენიშვნების მიცემისგან თავს არასოდეს იკავებს და ყოველთვის ცდილობს, რომ ახალგაზრდა თანაგუნდელებს მათ გამოსწორებაში დაეხმაროს.

„ზოგჯერ ის მოედანზე გვიყვირის, თუმცა ეს უკეთესო სანახავია, ვიდრე გაჩუმებული ზლატანი, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ მას ჩვენ არ ვაინტერესებთ.

„ზლატანი ჩვენი ლიდერია. მას ზურგს უდიდესი კარიერა უმაგრებს და ცდილობს, რომ დაგროვებული ცოდნის დახმარებით ჩვენ უმაღლეს დონეზე აგვიყვანოს. ის თითოეულ ჩვენგანს ბევრ რჩევას გვაძლევს. იბრაჰიმოვიჩი ახალი გენერაციის და ახალგაზრდა ტალანტების მისაბაძი მაგალითი გახდა.

„რა შეიცვალა ატალანტასთან 2019 წელს 5 – 0 მარცხის შემდეგ ? ამ მატჩის შემდეგ, ჩვენ ერთიანობა და გუნდური სულისკვეთება ვიპოვეთ.

„მწვრთნელმა კარგად იცის, თუ როგორ მართოს გუნდი, ის ჩვენთან ძალიან ახლოს არის, გვეკითხება ვართ თუ არა დაღლილები და ასე შემდეგ. ერთმანეთზე ზრუნვამ გუნდში ის ერთობა მოიტანა, რაც შესაძლოა იმ მომენტამდე ძალიან გვაკლდა და გვასწავლა, თუ რას ნიშნავს ატარო მილანის მაისური, ეს დიდებული შეგრძნებაა.

„რას ნიშნავს იყო პირველი სატურნირო ცხრილში ? თუ ჩვენ წლის ბოლოს სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ყველაფერი, რასაც მარტიდან ვაკეთებთ წყალში გადაყრილი და დავიწყებული იქნება. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ მილანი თავის ადგილზე დავაბრუნოთ და გულშემატკივრებს ის სიხარული ვაჩუქოთ, რომელსაც ისინი იმსახურებენ.

„ტრავმა ? ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მე უსაქმოდ ყოფნა ამდენი ხანი მომიწია, თუმცა ახლა თავს უკეთ ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ.“