Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენასერი:“ მილანში ბედნიერი ვარ“

მილანის ნახევარმცველის თქმით, მას კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროდ შეუძლია, არ ადარდებს და ის მილანში ბედნიერია.

„ნაპოლისთან ძალიან რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც გუნდმა და გამარჯვება ერთიანად დავიმსახურეთ.

„ერთადერთი მატჩი ჩვენ ლილთან წავაგეთ და გუნდის ხვალ გაათმაგებული მოტივაციით გავა მოედანზე და შევეცდებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.

„გამოსასყიდი პუნქტი ჩემს კონტრაქტში ? მე ამაზე არ ვფიქრობ, ეს ჩემი საქმე არ არის. მილანში ძალიან ბედნიერი ვარ.“

როსონერი ხვალ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე იქნება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად თამაში მიწევს, იბრასგან მეც და მთელი გუნდიც ძალიან ბევრს ვსწავლობთ.

„ერთი წლის წინ სულ სხვა ფეხბურთელი ვიყავი, მილანში ბევრი რამ ვისწავლე. იბრას დამსახურებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი ფეხბურთელი ვარ. ის მოედანზეც და მის მიღმაც ძალიან გვეხმარება.“