ბენასერი:“ რთული გამარჯვება იყო“
ისმაელ ბენასერმა ნაპოლისთან მატჩზე ისაუბრა, რომელიც მილანელების გამარჯვებით, ანგარიშით 3 – 1 დასრულდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გუნდური გამარჯვება იყო. ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ 3 ქულის მოპოვება ისეთ ძლიერ მეტოქესთან, როგორიც ნაპოლია, ადვილი არასოდეს არის.
„ჩვენ მათთვის ამდენი სივრცე არ უნდა მიგვეცა, რადგან ნაპოლი 2 შემტევით თამაშობდა და ჩვენს კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ 3 ქულის მოპოვება მოვახერხეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„იბრა ? ყველა მატჩში ის ამტკიცებს, თუ რამდენად დიდი ფეხბურთელია. ის თითოეულ ჩვენგანს მოტივაციას გვმატებს და ვარჯიშზეც კი, ჩვენგან მაქსიმუმს მოითხოვს.“