Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენასერი, ტონალი, კიაერი და დიასი: ბოლო ინფორმაცია მილანის ლაზარეთიდან

ბოლო კვირეებში მილანს თამაში საკმაოდ დიდი დანაკლისით უწევდა, თუმცა ტრავმირებული ფეხბურთელები ნელ-ნელა გუნდს უბრუნდებიან.

MilanNews-ის ინფომრაციით, ისმაელ ბენასერმა, რომელმაც კროტონესთან მატჩი გამოტოვა, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და მომავალი მატჩისთვის ის მზად იქნება.

სანდრო ტონალის სავარაუდოდ ცოტა ხანი კიდევ დასჭირდება. მან გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და ჯერ მზად არ არის. ასევე განცალკევებით ივარჯიშა სიმონ კიაერმაც, ბრაჰიმ დიასი კი თერაპიას გადის და მისი დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.