Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენატია:“რომამ ზიეიჩზე უარი თქვა“

რომას და მაროკოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის,მეჰდი ბენატიას თქმით,მას რომაში თამაშის დროს გუნდში ზიეიჩის მიყვანა სურდა,თუმცა ჯეიმს პალოტამ ეს ტრანსფერი დაბლოკა.

27 წლის ფეხბურთელი 40 მილიონად ჩელსიში გადავიდა,თუმცა მისი კარიერა შესაძლოა სულ სხვა კუთხით განვითარებულიყო.

„მე ზიეიჩი დავარწმუნე,რომ ის რომაში გადმოსულიყო.ტოტის და ჯეკოს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ზიეიჩი მათ ძალიან გამოადგებოდათ.როგორც დირექტორმა,ტოტიმ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტრანსფერი გამოსულიყო,თუმცა პალოტამ მისი სატრანსფერო ღირებულება ზედმეტად ძვირად მიიჩნია და ტრანსფერი ჩაიშალა.“

ბენატიამ კიდევ ერთი მაროკოელის,აშრაფ ჰაკიმის შესახებ ისაუბრა,რომელიც 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ ინტერს შეუერთდა.

„ჰაკიმი მაროკოელი ფეხბურთელებიდან თავისი გენერაციის გამორჩეული ფეხბურთელია. ის თავის პოზიციაზე უკვე საუკეთესო ხუთეულშია და რამდენიმე წელში ლივერპულის არნოლდთან საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.

„ჰაკიმიმ დამირეკა და აზრი მკითხა,მე კი ვუთხარი,რომ იტალია მისი კარიერის განვითარებისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.

„ინტერი მას დაეხმარება,რომ სხვადასხვა ტაქტიკები უკეთ შეისწავლოს.ის ყველას სურდა, პსჟ-დან დაწყებული ბაიერნით დამთავრებული,თუმცა მას ანტონიო კონტეს ხელში თავისი ნიჭის სრულყოფილად წარმოჩენა შეუძლია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.