Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენატია:“ ინტერმა ჰაკიმის გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვა

იუვენტუსის და მოროკოს ყოფილმა მცველმა მედჰი ბენატიამ აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ინტერში გადასვლის პირველივე დღიდან ვიხილეთ, რომ აშრაფს წარმოუდგენელი მახასიათებლები აქვს. როგორც პარიზელი და მოროკოელი ძალიან ვამაყობ, რომ ის კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

„ინტერმა ჰაკიმის გაშვებით უდიდესი შეცდომა დაუშვა. კარგად მესმის, რომ ეს ფინანსური კრიზისის გამო გაკეთდა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველის გაყიდვა არც თუ ისე კარგი გამოსავალია. ჰაკიმის ფასი ძალიან მალე კიდევ უფრო გაიზრდება და ის სპორტული თვალსაზრისით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.“