Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენიტესი:“ დღეს ნაპოლისკენ ვარ“

ინტერის და ნაპოლის ყოფილმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა ინტერი – ნაპოლის მატჩზე კომენტარი გაკეთა.

ბენიტესი პარტენოპეის სათავეში 2013-15 წლებში ედგა და აძურისთან ერთად Coppa Italia-ს და Supercopa-ს მოგება მოახერხა.

60 წლის სპეციალისტი 2010 წელს ინტერშიც მუშაობდა, რომელმაც ინტერის ლეგენდარული ტრებლის შემდეგ მოურინიო ჩაანაცვლა.

„ინტერში და ნაპოლიში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო, თუმცა დღეს აძურის მხარეს ვარ.

„უდაოა, რომ ნერაძურის მხრებზე უფრო მეტი ზეწოლაა და მათ სკუდეტოს მოგება უნდათ. იუვენტუსმა წელს სვლა შედარებით შეანელა და მათ ამის შანსი აქვთ.

„როდესაც მე ნაპოლიში ვიყავი, ჩვენ კოპას და სუპერკოპას მოგება მოვახერხეთ, თუმცა მაშინ იუვენტუსი ხელშეუხებელი იყო.

„ინტერში კი ძალიან ცოტა ხანი დავრჩი. გუნდი ტრებლის სეზონის შემდეგ ჩავიბარე და სუპერკოპას და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, ნერაძურიში დარჩების საშუალება არ მომცეს.“