Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენიტესმა სალერნიტანა უარით გაისტუმრა, ნაპოლისთან მატჩში გუნდს შესაძლოა რიბერიმ უხელმძღვანელოს

სალერნიტანა დავიდე ნიკოლას შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მათი პრიორიტეტული სამიზნე რაფა ბენიტესი გახლდათ, რომელამც სალერნოელების წინადადებაზე უარი თქვა და მათ სხვა კანდიდატების ძებნა მოუწევთ.

იტალიური მედიის ცნობით, სალერნიტანა ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები რობერო დ’ავერსასთან აწარმოებს, თუმცა მხარეები ჯერჯერობით კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს ნაპოლისთან მოახლოებულ მატჩში.

Sky Sport-ის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სალერნიტანას მწვრთნელის მოვალეობები ფრანკ რიბერიმ ითავოს, რომელმაც კარიერა ახლახანს დაასრულა, თუმცა სალერნიტანას სტაფის ნაწილი გახლავთ.