ბენიტო მუსოლინის შვილთაშვილი ლაციოს ფეხბურთელი გახდა
ლაციოს პრიმავერას ცნობილი იტალიელი დიქტატორის და ფაშისტური პარტიის დამაარსებელის ბენიტო ‘დუჩე’ მუსოლინის შვილთაშვილი, რომანო მუსოლინი შეუერთდა.
ბიანკოჩელესტის ულტრასები თავიანთი პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით 18 წლის ფეხბურთელი, რომლის სრული სახელი რომანო ბენიტო მუსოლინია, პოლიტიკა არ აინტერესებს და ის მხოლოდ ფეხბურთზეა კონცენტრირებული.
მუსოლინის ფავორიტი პოზიცია მარჯვენა მცველია, თუმცა მას ცენტრალური მცველის ამპლუის შეთავსებაც შეუძლია.