Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენტაკური:“იუვენტუსში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა“

იუვენტუსის ურუგვაელმა ნახევარმცველმა განაცხადა,რომ ბიანკონერის შემადგენლობაში თამაში დიდი პატივი და გამოწვევაა და მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

მას შემდეგ,რაც ის ბოკა ხუნიორსიდან იუვენტუსში გადავიდა,ნახევარმცველმა 2 სკუდეტო,კოპა იტალია და სუპერკოპა მოიგო.

„ტურინში ჩემი გადასვლის შესახებ დეკემბერში გავიგე და ექვს თვეში ასეც მოხდა,ეს დაუჯერებლად მიმაჩნდა.თავიდანვე გამიჩნდა იმის განცდა,რომ უდიდესი გუნდის წევრი ვხდებოდი,კლუბის მენტალობას ჰაერში ვგრძნობდი.

„ალეგრიმ თავდაჯერებულობა შემმატა,სარი კი მენდობა.ეს დიდ სიამაყესთან ერთად,დიდი პასუხისმგებლობაა და მე ყოველდღე დაუღალავად ვშორომობ,ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი.“

ბენტაკური გუნდთან ერთად კოპა იტალიისთვის ემზადება,რომელიც 12 ივნისს გაიმართება.

„გულშემატკივრების გარეშე თამაში ადვილი არ იქნება და ჰაერის ტემბერატურასაც თამაშზე დიდი გავლენა ექნება,თუმცა ჩვენ ბევრს ვვარჯიშობთ და აუცილებლად მზად ვიქნებით.

„იუვენტუსს ყოველთვის მოგება უნდა და კოპა იტალია პირველი მიზანია.

22 წლის ფეხბურთელმა რონალდუსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა.

„მე მას პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე,რუსეთში შევხვდი.ის მომესალმა და მითხრა – ‘გამარჯობა როდრიგო’,მე გაოცებული ვიყავი და ვერ ვიჯერებდი,რომ მან ჩემი სახელი იცოდა.

„რამდენიმე კვირის შემდეგ,ჩვენ უკვე იუვენტუსის შემადგენლობაში თანაგუნდელები ვიყავით,მას გამარჯვებისკენ სწრაფვის არაჩვეულებრივი უნარი აქვს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.