ბენტაკური:“ჩვენ გავაკეთეთ ის,რაც სარის უნდოდა“

იუვენტუსმა ჯენოა მარტივად,ანგარიშით 3 – 1 დაამარცხა,სადაც ბენტაკურმა მორიგი კარგი შეხვედრა ჩაატარა და ბებერმა ქალბატონმა ლაციოსთან სატურნირო ცხრილში 4-ქულიანი ლიდერობა დაიბრუნა.

თამაშის შემდგომ კომენტარი როდრიგო ბენტაკურმა გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ,თუმცა მოსამატებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.გუნდის საერთო თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

„დღეს ჩვენ გავაკეთეთ ის,რასაც მწვრთნელი ჩვენგან ითხოვდა.ამ სეზონში მე ძალიან განვვითარდი და ვგრძნობ,რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ.ეს ყველაფერი კი გუნდის დამსახურებაა და არა მხოლოდ ჩემი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.