Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენტანკურის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

იუვენტუსი ზაფხულში ნახევარდაცვის გადახალისებას გეგმავს და იტალიურ მედიაში წამსვლელთა სიაში რაბიო-რემსის დუეტთან ერთად, როდრიგო ბენტანკურიც არაერთხელ მოხვდა.

თუმცა, ურუგვაელი ფეხბურთელის აგენტმა ფეხბურთელის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები კატეგორიულად უარყო.

„ჩვენთვის არც ერთ მხარეს არ მოუმართავს და ბენტანკურის თაობაზე იუვენტუსის გარდა არც ერთ გუნდთან არ გვისაუბრია.

„როდრიგოს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლაზე არასოდეს გვისაუბრია და ეს არც იგეგმება.“