Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენტანკურის კონტრაქტში არსებული პუნქტი მის გაყიდვას გამორიცხავს…

იტალიურ მედიაში როდრიგო ბენტანკურის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, თუმცა როგორც ჩანს მის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამო იუვენტუსს ფეხბურთელის გაყიდვა გაუჭირდება.

ბენტანკური იუვენტუსის საკუთრებაში ბოხა ხუნიორსიდან 2015 წელს მას შემდეგ გადავიდა, რაც საპირისპირო მიმართულებით ბიანკონერიმ კარლოს ტევესი გაუშვა. შემდეგ ურუგვაელმა 2 წელი ბოკას რიგებში გაატარა და ბიანკონერის შეუერთდა.

Goal.com-ის ინფორმაციით, ტენტანკურის კონტრაქტში არის მითითებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსს მიღებული თანხის 40 პროცენტის გადახდა არგენტინული გუნდისთვის მოუწევს, რაც ბენტანკურის ტურინიდან წასვლას ფაქტობრივად გამორიცხავს.