Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბენტანკური რეალსაც მოუნდა

ესპანური მედიის ინფორამციით, ატლეტიკოს შემდეგ როდრიგო ბენტანკურის ტრანსფერით მადრიდის რეალიც დაინტერესდა.

Todofichajes-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი ტრანსფერში სხვადასხვა ფეხბურთელების ჩართვას განიხილავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ბლანკოსმა იუვენტუსს დაახლოებით 50 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა ამ თანხის გარკვეული ნაწილის გადახდა ბიანკონერის კონტრაქტის მიხედვით ბენტანკურის ყოფილი გუნდისთვის ბოკა ხუნიორსისთვის მოუწევს.