Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბენფიკას დირექტორმა ლუისის მილანში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

როსონერი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის ხაზის გაუმჯობესებას ეცდება და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბენფიკას ფეხბურთელი ფლორენტინო ლუისია.

20 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი ბენფიკას გენერალურმა დირექტორმა, ტიაგო პინტუმ გააკეთა:

„ფლორენტინო ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა მისი შესაძლებლობები უკვე უმაღლეს დონეზეა. ჩემი აზრით, ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

„გადავა თუ არა ის მილანში? არ მგონია. იმედი მაქვს, რომ ლუისი ბენფიკაში დარჩება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს მან ჩვენი გუნდი დატოვოს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.