Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბეპე მაროტამ ბელერინის და ტელესის მიმართ ინტერესი დაადასტურა

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ ნერაძური არსენალიდან ჰექყორ ბელერინის და მანჩესტერიდან ალექს ტელესის ტრანსფერს მართლაც განიხილავენ.

„ჰექტორ ბელერინი არის ფეხბურთელი, რომლის სიტუაციასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. ტელესი ? ამ ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ჯერ გეგმას ვადგენთ და ვნახოთ. ჰაკიმის გაყიდვის შემდეგ ჩვენ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება და შემადგენლობის შეძლებისდაგვარად გაძლიერება გვსურს.“