Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბეპე მაროტამ ერიქსენის მდგომარეობაზე ისაუბრა

ინტერის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ კრისტიან ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა, რომელმაც გუშინ დანია – ფინეთის მატჩის დროს გულის შეტევა გადაიტანა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

„ერიქსენმა ინეტის Whatsapp ჩატში მესიჯი მოგვწერა, რომ თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყოვილები. დანიის სამედიცინო შტაბმა გვითხრა, რომ ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ მისთვის ვილოცებთ და იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი მის კარიერაზე ვერ იმოქმედებს.“