Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერადა:“ კულიბალი სიტის სამიზნე არასოდეს ყოფილა“

მანჩესტერ სიტის საფეხბურთო ოპერაციების უფროსის, ომარ ბერადას მტკიცებით, კალიდუ კულიბალი მანჩესტერელების სამიზნე არასოდეს ყოფილა და ყველა ის ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, მედიის გამოგონილი ჭორი იყო.

„სიმართლე ის გახლავთ, რომ ნაპოლისთან კულიბალის თაობაზე მოლაპარაკებები არასოდეს გაგვიმართავს.

„ძალიან საინტერესო იყო იმ სიახლეების წაკითხვა, რაც მედიაში ვრცელდებოდა. ზოგი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ის უკვე ჩვენი ფეხბურთელი იყო, რაც მე ღიმილს მგვრიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ნაპოლისთან კულიბალის ტრანსფერზე მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს.

„კულიბალი უსიტყვოდ ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუმცა ის ჩვენს პარამეტრებში არ ჯდება.“