Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერარდი კარიერას ფიორენტინაში გააგრძელებს

იტალიური წყაროების ცნობით, სასუოლოს იტალიელი ვინგერი დომენიკო ბერარდი დიდი ალბათობით კარიერას ფიორენტინას რიგებში გააგრძელებს.

ნიკოლო შირას ინფორამციით, ბერარდიმ სულ ახალხანს აგენტი შეიცვალა და მის ინტერესებს ედუარდ კრნიარი დაიცავს, რომელიც ფლორენციელების წარმოამდგენლებს იტალიელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე შეხვდა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ბერარდის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ის იების რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, წლიური გასამრჯელოს სახით კი 3.5 მილიონს მიიღებს.

ახლა ფიორენტინას მოლაპარაკებების წარმოება სასუოლოსთან მოუწევს. ნეროვერდი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30-35 მილიონს ითხოვს, რის გადახდასაც ფიორენტინა ვლაჰოვიჩის გაყიდვით მიღებული თანხით გეგმავს.