Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერარდი:“ მილანს ჩემთვის იღბალი მოაქვს“

დომინიკო ბერარდიმ მილანთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

იტალიელ ფეხბურთელს როსონერის წინააღმდეგ ჩატარებულ 15 მატჩში უვკე 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ მილანს ვაჯობეთ და სახლში დამსახურებული 3 ქულა მიგვაქვს.

„მილანს ჩემთვის იღბალი მოაქვს, მე მათ წინააღმდეგ გოლის გატანას ყოველთვის ვახერხებ. ჩვენ სან სიროდან ქულების წაღება არ გამოგვდიოდა, თუმცა ახლა ამის გაკეთება მოვახერხეთ.“