Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერგომი:“ინტერმა ერიქსენის გამო სკუდეტო დათმო“

ინტერის ლეგენდარულმა უკანახაზელმა, ბეპე ბერგომიმ კრისტიან ერიქსენის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ერიქსენი ინტერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა გახდა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ჩემპიონი არ არის. კრისტიანი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არც იტალიური ფეხბურთის და არც კონტეს სტილს არ ერგება.

„ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს. ვიცი, რომ ინტერმა დრო დაკარგა და ჩემი აზრით, იმის მცდელობაში, რომ ერიქსენი ძირითადის ფეხბურთელად ექციათ, დროსთან ერთად სკუდეტო დაკარგა. კონტემ ერიქსენი შეტევაში დააყენა, რამაც ლაუტაროს შესაძლებლობები შეზღუდა.“