Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ალეგრისთან ერთად, მომდევნო სეზონში ტოპ იუვე ბრუნდება“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ მაქს ალეგრის იუვენტუსში დაბრუნება შეაფასა.

„იუვენტუსი სწორად მოიქცა, რომ გუნდში მაქს ალეგრი დააბრუნა. მაქსთან საუბრის ბედნიერება მქონდა და მაშინვე მივხვდი, რომ მას ფეხბურთის გამორჩეული ხედვა აქვს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გასახდელში.

„ვფიქრობ, რომ გასულ სეზონში მაქს ალეგრი პირლოსთან შედარებით გაცილებით მეტ ქულას მოიპოვებდა. იუვენტუსმა ქულები ბენევენტოსთან და კროტონესთან დაკარგა, რაც ალეგრის დროს არ ხდებოდა.

„ვფიქრობ, რომ ალეგრის დაბრუნების შემდეგ ჩვენ კვლავ ტოპ იუვენტუსს ვიხილავთ და წინ სკუდეტოსთვის ძალიან კარგი ბრძოლა გველოდება.“