Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ასე თამაშის შემთხვევაში, ინტერს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ბეპე ბერგომის აზრით, თუ ინტერი ახლანდელ ფორმას შეინარჩუნებს, მათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ.

„ამ მომენტისათვის ინტერის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება, ისინი მატჩს აკონტროლებენ, ბურთის ფლობის მხრივ უდიდესი უპირატესობა აქვთ და მეტოქეს ბევრი ფეხბურთელით უტევენ.

„ისინი შესანიშნავი სტილით თამაშობენ, რაც სტაბილურად გრძელდება და ანგარიშის მიუხედავად, ნერაძური თავის იდენტობას არასოდეს კარგავს, რაც ოლიმპიკოზეც დავინახეთ.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ბროზოვიჩი, რომელიც უბრალოდ ფენომენალურია. მან ყოველთვის იცის, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს, ის როგორც შეტევას, ასევე დაცვას ძალიან ეხმარება, ბროზო ინტერის ხერხემალი და უმნიშვნელოვანესი წევრია.

„ჩალჰა ? ის ამტკიცებს, რომ ტოპ დონის მოთამაშეა. სიმონე ინძაგიმ ჩალჰანოღლუ იმავე დონეზე აიყვანა, როგორზეც სიმონეს ლაციოში ყოფნის დროს ლუის ალბერტო იყო, ხოლო თუ კორეაც მოახერხებს იმ თამაშის სტაბილურად ჩვენებას, რომელიც ჩვენ რომში ვიხილეთ, ამ გუნდის გაჩერება შეუძლებელი იქნება.“