Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ბერგომი:“ ბროზოვიჩის დონის ფეხბურთელი ყოველთვის უნდა თამაშობდეს“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ჯუზეპე ‘ბეპე’ ბერგომიმ დერბიზე ისაუბრა.

„დერბიში გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებ, თუ მის წაგებაზე არც კი იფიქრებ. ინტერი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს ძალიან დიდი დანაკლისით ხვდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კონტე ფეხბურთელების მომართვას მოახერხებს და გუნდი მოედანზე მოტივირებული გამოვა.

„ბროზოვიჩი თუ ერიქსენი ? მარსელო გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, თუმცა ის დარჩა და ჩემი აზრით, მისნაირმა ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა ითამაშოს.

„ერიქსენი კი ჯერჯერობით სერია ა-ს ვერ მიეჩვია. პრემიერ ლიგა უფრო ნაკლებად ტაქტიკურია და მას ინგლისში ტალანტის გამომჟღავნების მეტი საშუალება ჰქონდა.“