Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ბროზოვიჩმა ინტერის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ბეპე ბერგომის თქმით, მარსელო ბროზოვიჩი ნერაძურის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

„ვფიქრობ, რომ რომელუ ლუკაკუ გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუმცა იგივეს თქმა მარსელო ბროზოვიჩის შესახებაც შეიძლება.

„ინტერის შემადგენლობაში ბროზოვიჩი ერთადერთია, რომელსაც რეალურად პლეი-მეიკერის პოზიციაზე მაქსიმალურად პროდუქტიულად შეუძლია თამაში.

„სწორედ ბროზოვიჩის კარგი თამაშის დახმარებით, ანტონიო კონტეს გუნდი არც თუ ისე შემტევი სტილის მიუხედავად უამრავი გოლის გატანას ახერხებს.“