Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ დონარუმამ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ჯიჯო დონარუმას შესახებ ისაუბრა.

„დონარუმას დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, რაც ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია ძალიან მაკვირვებს.

„დონარუმას აქვს შანსი, რომ გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული გუნდის ფლაგმანი. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ფულის შოვნას კიდევ მოასწრებს, მაგრამ მილანიდან მისი წასვლა ჩემი აზრით შეცდომა იქნება.“