Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ დონარუმას გადაწყვეტილება ჩემთვის გაუგებარია…“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ჯიჯო დონარუმა პსჟ-ში ტრანსფერის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ფრანგულ და იტალიურ მედიაში ხმები იმის შესახებ, რომ ჯიჯო პარიზულ გუნდში უკმაყოფილოა, დღითი დღე აქტუალური ხდება. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი უკვე გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

„მე ჯიჯო დონარუმას გადაწყვეტილებას ვერასოდეს გავიგებ. მილანი ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება იმ სიმაღლეს, რომელზეც ის რამდენიმე წლის წინ იყო, ეს უბრალოდ დროის საკითხია.

„ჯიჯოს მხოლოდ მოთმინების უნარი უნდა გამოევლინა გუნდის მიმართ, რომელმაც მას ყველაფერი მისცა. მას შეეძლო, როსონერისთან ერთად ახალი ეპოქა შეექმნა, რაზეც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო უარი თქვა.“

დონარუმას მილანის ძირითად გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა და მან როსონერის რიგებში 251 მატჩი ჩაატარა.