Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ვამაყობ, რომ ინტერის დიდების დარბაზში მოვხვდი“

ბეპე ბერგომი, ესტებან კამბიასო, დიეგო მილიტო და ჟულიო ცეზარი ინტერმა გუნდის დიდების დარბაზში შეიყვანა და ცერემონია გუშინ, ნერაძურის 113-ე იუბილეზე გაიმართა.

ბერგომიმ ცერემონისს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„აქ, ამ ოთახში ყოფნა, რომელიც ტიტულებით და გუნდის ისტორიით არის სავსე, ძალიან სასიამოვნოა. მე ამ მაისურს სიამაყით ვატარებდი და დიდი პატივია, რომ გუნდის დიდების დარბაზის წევრი გავხდი.

„ტიტული, რომელიც ყველაზე კარგად მახსოვს ? ფეხბურთელს პირველი ჯილდო ყოველთვის ყველაზე ტკბილად ამახსოვრდება, ჩემს შემთხვებაში ეს 1981-82 წლებში მოპოვებული იტალიის თასი გახლდათ, მაშინ მილანის წინააღმდეგ გოლის გატანაც მოვახერხე.

„თუმცა, ყველაზე გამორჩეული ალბათ უეფას თასი იყო, რადგან ეს ტიტული ინტერის ევროპულ სარბიელზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო.“

ბერგომიმ მთელი კარიერა ინტერის რიგებში გაატარა. ნერაძურის მაისურით მან 757 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3-ჯერ უეფას თასი, 2 სერია ა, ერთი კოპა იტალია და ერთი სუპერკოპა მოიგო, იტალიის ნაკრებთან ერთად კი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.