Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ვფიქრობ, რომ მილანი ამ მატჩს გასვლაზე მოიგებდა“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ მილანი – კალიარის მატჩი შეაფასა, რომელიც უგოლოდ დასრულდა და როსონერიმ ჩემპიონთა ლიგის საგზურის გაფორმების შანსი ხელიდან გაუშვა.

„კალიარი კონტრ-შეტევებზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა, რაც მილანის ფეხბურთელებს დიდი ძალებით მეტოქის ნახევარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა.

„პიოლის გუნდმა სახლში კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა მათ გასვლაზე რომ ჰქონოდათ, როსონერი 3 ქულას მოიპოვებდა. მიმდინარე სეზონში არაერთხელ ვნახეთ, რომ გუნდს სან სიროზე თამაშის დროს აგრესიულობა და თავდაჯერებულობა აკლია.“