Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერის მთავარი ძალა კვლავ მისი დაცვაა“

ინტერის ლეგენდარული უკანახაზელის ბეპე ბერგომის თქმით, ინტერის მთავარი ძალა მიმდინარე სეზონშიც დაცვის ხაზი იქნება და ნერაძურის ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოპოვება შეუძლია.

„ინტერმა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ გუნდს სკუდეტო პირველ რიგში შესანიშნავმა დაცვამ მოუტანა, რომელიც ხელუხლებელი დარჩა და ვფიქრობ, რომ ბენეამატა მიმდინარე სეზონშიც სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია.

„შესაძლოა კონკრეტულ თამაშებს საუკეთესო შეტევა იგებს, მაგრამ ჩემპიონატებს უკეთესი დაცვა იგებს და ინტერის დაცვას სერია ა-ში ბადალი არ ჰყავს.“