Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერი ვალდებული არ არის, რომ სკუდეტო მოიგოს“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ბეპე ბერგომის მტკიცებით ინტერი ვალდებული არ არის, რომ სკუდეტო მოიგოს და გუნდისთვის ოთხეულში შესვლა პოზიტიური შედეგი იქნება.

„ყველა ისე საუბრობს, რომ ინტერმა სკუდეტო აუცილებლად უნდა მოიპოვოს, თუმცა ეს ასე არ მუშაობს. სერია ა-ში უამრავი ძლიერი გუნდია, რომელსაც ისეთივე კარგი შემადგენლობა ჰყავს, როგორიც ინტერს.

„ნერაძურის მოგება შეუძლია, მათ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა ოთხეულში შესვლა გუნდისთვის ცუდი შედეგი არ იქნება.

„ინტერის მიმართ ყველა ზედმეტად კრიტიკულია და რატომღაც ანტონიო კონტეს მაღალ ხელფასს ასახელებენ მიზეზად, თუ რატომ არის ვალდებული მან მოიგოს სერია ა.

„შესაძლოა ინტერი ისეთ ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს, როგორსაც იუვენტუსი, რომა და მილანი და ზოგჯერ ისინი რომელუ ლუკაკუზე ზედმეტად არიან დამოკიდებულები, თუმცა მათ თავისი იდენტობა აქვთ.

„არის თუ არა ინტერისთვის უპირატესობა ფაქტი, რომ ისინი ევროპულ ტურნირზე აღარ ასპარეზობენ ? ამ ეტაპზე არც ჩემპიონთა ლიგა და არც ევროპა ლიგა არ დაწყებულა, ამიტომ ჯერჯერობით ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შემდეგ კი ვნახოთ, რამდენად შორს მოახერხებენ გასვლას იტალიური გუნდები.“

გათიშვა