Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერი ლაციოს უნდა უფრთხილდეს“

ინტერის ლეგენდამ ნერაძური გააფრთხილა, რომ სერია ა-ს მომდევნო მატჩი ლაციოს წინააღმდეგ ურთულესი იქნება.

ლაციომ ბოლო პერიოდში ფორმა აკრიფა და ზედიზედ 6 მატჩის მოგება მოახერხა.

„ლაციო დიდებულ ფორმაშია. მათ ძალიან კარგი პერიოდი აქვთ და ინტერი მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებული და მონდომებული უნდა გავიდეს.

„ეჭვგარეშეა, რომ შემადგენლობით ინტერი ლაციოს აღემატება, მაგრამ მათ ახლა ფსიქოლოგიური უპირატესობა აქვთ და ამის გამოყენებას შეეცდებიან.“