Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ სიმონე ინძაგის გუნდის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

„სეზონის სტარტიდან მოყოლებული, სიმონე ინძაგის გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ნამდვილად არ მეგონა, თუ ის ინტერში ადაპტაციას ასე მალე გაივლიდა და ის გუნდს თავის იდეებს, რომელიც კონტეს ხედვისგან საკმაოდ განსხვავდება, ასე მოკლე დროში გააცნობდა.

„ინტერმა ევროპული იდენტობა შეიძინა, გუნდი შეტევაზე უარს მაშინაც კი არ ამბობს, როდესაც მეტოქესთან სხვაობა კომფორტულია. ინძაგის სპეციასთან ბევრი ტრავმირებული ჰყავდა და მან ისიც მოახერხა, რომ ზოგ ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა, მაგრამ გუნდს ხარისხი არ დაკლებია.“