Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერმა ბროზოვიჩი ნებისმიერი ხერხით უნდა შეინარჩუნოს“

ინტერის ლეგენდარული ფეხბურთელის ბეპე ბერგომის აზრით, ნერაძურიმ ბროზოვიჩის შესანარჩუნებლად ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს.

ბროზოვიჩს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის შეთანხმება ფინანსურ საკითხებზე ვერ ხერხდება.

„მარსელო ბროზოვიჩი სიმონე ინძაგის გუნდში შეუცვლელი ფიგურაა. მისნაირი მახასიათებლები ნერაძურის რიგებში დღეისათვის არავის აქვს, ამიტომ ინტერმა მარსელოს შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„ბროზოვიჩი ინტერის რიგებში უკვე დიდი ხანია ასპარეზობს და დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ნერაძური მნიშვნელოვანია. ფული ყველაფერზე მნიშვნელოვანი არ არის და იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.”