Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერს პოტენციური მეტოქეებიდან ყველაზე რთული გუნდები შეხვდა, მაგრამ ჩვენ ამბიციურები უნდა ვიყოთ“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა, რომლის მიხედვითაც ბენეამატას პლეი-ოფში გასასვლელად ბაიერნისა და ბარსელონა წინაღობის დაძლევა მოუწევს.

„ინტერს შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე რთული გუნდებ იშეხვდა, გუნდები, რომლებიც აქცენტს ბურთის ფლობაზე, შეტევაზე და დომინაციაზე აკეთებენ. ეჭვგარეშეა, რომ წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ინტერს აქვს ყველაფერი, რომ მათ ტოლ-სწორად ეთამაშოს, განსაკუთრებით კი ბარსელონას, რომელიც რეკონსტრუქციის ფაზაშია.“