Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ ინტერში ჯეკოს საუკეთესო ვარიანტს ვხედავთ’

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ედინ ჯეკოს შესახებ ისაუბრა და ბოსნიელ ფეხბურთელს სპორტული ფორმა მოუწონა.

ჯეკო ინტერს სეზონის სტარტზე შეუერთდა და 9 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი და ლაუტარო მარტინესის დუეტი ევროპაში ბენზემა-ვინისიუსის შემდეგ ყველაზე პროდუქტიულია.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ედინ ჯეკო უმაღლესი დონის ფორვარდია, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მისგან ამდენ გოლს სეზონის სტარტზევე არ ველოდებოდი. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ აშკარაა, რომ ის ინტელიგენტი ადამიანი და დიდი პროფესიონალია.

„მან იცის, თუ როგორ მოერგოს გუნდს და როგორ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური წარმატებებისთვის. ასაკის მიუხედავად, ჩვენ ედინ ჯეკოს საუკეთესო ვერსიას ვადევნებთ თვალს.

„რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჯეკომ ლაუტარის კარგად გაუგო და მათ ძლიერი დუეტი შექმნეს, რომელსაც პრობლემების შექმნა ნებისმიერი დაცვის ხაზისთვის შეუძლია.“