Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ იუვენტუსის ახალგაზრდებს ალეგრის ხელი დაეტყოთ“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ მაქს ალეგრის მუშაობა მოუწონა.

„საკმაოდ ცუდი სტარტის შემდეგ, იუვენტუსი ბოლო ტურებში საგრძნობლად უმატებს და ვფიქრობ, რომ ტურინელები სატურნირო ცხრილში ლიდერებს ძალიან მალე შეუერთდებიან.

„გუნდის ნიჭიერი ახალგაზრდები ახლა დეტალებს გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევენ და ეს აშკარად ალეგრის დამსახურებაა. მე ტორინოსთან მატჩში დავინახე კულუშევსკი, რომელიც მოედანზე შესანიშნავად გამოვიდა და მას ისეთი მოტივაცია ეტყობოდა, როგორიც აქამდე არასოდეს მინახავს.

„იმავეს თქმა შეიძლება დე ლიხტის შესახებაც, რომელიც გაცილებით ყურადღებიანი და აგრესიული იყო.“