Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერგომი:“ კონტემ შესანიშნავად იმუშავა“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბეპე ბერგომიმ ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა.

„კონტეს ხასიათი გუნდში შესანიშნავად იგეძნობა. ის თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს იღებს. ისინი თითოეულ გოლს გუნდურად აღნიშნავენ, რაც შიდა სამზარეულოში არსებულ შესანიშნავ გარემოზე მეტყველებს.

„შესაძლოა ახლა ყველაფერი უფრო მარტივად ჩანს, რადგან სკუდეტო ფაქტობრივად ინტერის არის, მაგრამ ეს ყველაფერი ანტონიო კონტეს და ინტერის ფეხბურთელების 2-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგია.

„კონტეს რთული პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ ის გამოსავლის პოვნას ყოველთვის ახერხებდა და გუნდმა ის პოზიცია, რომელშიც ახლა იმყოფება, უსიტყვოდ დაიმსახურა.“